2026 წლის 23 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებებისა და მათი იმპლემენტაციის საკითხს მიეძღვნა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს გრანტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების დეტალები და მათ იმპლემენტაციასთან დაკავშირებული პროცედურები გააცნო.
პრეზენტაციის შემდეგ ქართულმა მხარემ უპასუხა დიპლომატიური კორპუსის შეკითხვებს გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ პროცედურებზე.