Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა  მინისტრს შეხვდა

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟეენბეკ კულუბაევის შეხვედრა.

მინისტრებმა შეხვედრაზე  განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

ხაზი გაესვა  მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობას.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის საკითხები.

დანართები

    მსგავსი სიახლეები