Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს დაი ჩუნიონგს შეხვდა

2026 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან დაი ჩუნიონგთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების დინამიკაზე და მათი შემდგომი განვითარების მიმართულებებზე. აღინიშნა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები