Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ანდორას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ანდორას სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრს, იმა ტორ ფაუსს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის არსებულ პერსპექტივებზე. ამ კუთხით, მათ ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს ტურიზმის და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროში. 

მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებსა და ამ ფონზე ევროპელ პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. 

ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები