საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ბელგიის სამეფოს ელჩთან (რეზიდენციით ქ. ბაქო), ჟულიენ დე ფრეპონსთან.
საუბარი შეეხო საქართველო-ბელგიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას.
ყურადღება დაეთმო საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს.
ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბელგიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.