Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩმა ტიმორ ლესტეს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა



25.06.2018 ქ. დილი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ასაშვილმა (რეზიდენციით ქ. ჯაკარტა, ინდონეზიის რესპუბლიკა) რწმუნებათა სიგელები გადასცა ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანცისკო გუტერეს ლუ ოლოს.

ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ გაიმართა პრეზიდენტისა და ელჩის ორმხრივი შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში, ირაკლი ასაშვილმა ხაზი გაუსვა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონთან და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და გამოხატა მზაობა ელჩის რანგში ხელი შეუწყოს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

თავის მხრივ, ტიმორ ლესტეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოხარულია საქარველოსა და ტიმორ ლესტეს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებით.

პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს ტიმორ ლესტეში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.


დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები