Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თეიმურაზ ჯანჯალიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში "Security and Defence Days - 2023".

იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, მონაწილეობა მიიღო დე გასპერის ფონდისა და ვილფრიდ მარტენსის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ საერთაშორისო კონფერენციაში "Security and Defence Days - 2023".

თეიმურაზ ჯანჯალია სიტყვით გამოვიდა პანელზე "საქართველო, მოლდოვა, უკრაინა: ურთიერთკავშირი, კრიტიკული საკითხები და მომავლის პერსპექტივები", რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩინსკი და მოლდოვის თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ვალერიუ მიჟა. თეიმურაზ ჯანჯალიამ თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე და უსაფრთხოების გარემოზე. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობაზე და ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მტკიცე ნებაზე, რომელიც შესაბამისად არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში. თეიმურაზ ჯანჯალიამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ზემოაღნიშნულ პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან მდებარეობას და მის როლს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობის, სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის, ენერგეტიკული და სატრანსპორტო  ინფრასტრუქტურული პროექტების კონტექსტში. თეიმურაზ ჯანჯალიამ ვრცლად ისაუბრა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და კონფერენციის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარების, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებისა და რუსეთიდან მომდინარე სხვადასხვა სახის საფრთხის შესახებ.

 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები