Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა ღონისძიება-”INCLUSION IN PROCESS & POLICY: CIVIL SOCIETY PARTICIPATION & PARTNERSHIP IN ADVANCING SDG 16+“-ის მონაწილეებს



22.05.2018 ქ. ნიუ იორკი -22 მაისს 16+ ფორუმისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციისა და გაეროსთან ჩეხეთის, საქართველოსა და ტიმორ-ლესტეს მუდმივი წარმომადგენლობების ორგანიზებით, ქ ნიუ-იორკში გაიმართა ღონისძიება მდგრადი განვითარების მე-16 მიზანზე, სახელწოდებით: ”INCLUSION IN PROCESS & POLICY: CIVIL SOCIETY PARTICIPATION & PARTNERSHIP IN ADVANCING SDG 16+.“

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, რომელმაც ისაუბრა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების მნიშვნელობასა და საქართველოს მხრიდან მიზნების წარმატებით შესრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.

ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის -მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება- განხორციელების პროცესში საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ თანამშრომლობაზე.

ამ კუთხით, მან ღონისძიების მონაწილეებს განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თანათავმჯდომარე ქვეყნის, გამოცდილებას სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის კუთხით და ხაზი გაუსვა განვითარების მიზნების შესაბამისობას ღია მმართველობის პრინციპებთან.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები