Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან

ისრაელში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 2023 წლის 12 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და საპარლამენტო კომიტეტის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, ასევე იმ საჭიროებებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გააჩნიათ.

აღინიშნა, რომ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მუდმივ კავშირზეა საქართველოს მოქალაქეებთან.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები