Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალიამ უკრაინის საკითხზე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის შესახებ მაღალი დონის პარალელურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია სიტყვით გამოვიდა მაღალი დონის პარალელურ ღონისძიებაზე – „უკრაინის საკითხზე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის ანგარიშვალდებულების საკითხზე მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ორგანიზებით გაიმართა. საქართველო აღნიშნული ჯგუფის წევრია.

მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად ჩადენილ მძიმე დარღვევებზე და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ანგარიშვალდებულების აუცილებლობაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია მართლმსაჯულებისა და დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების გარეშე.

ამ კონტექსტში, ლაშა დარსალიამ ისაუბრა საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და დაუსჯელობის მძიმე შედეგებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ანგარიშვალდებულების მექანიზმების ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. 

მინისტრის მოადგილემ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალისხმევის მიმართ.

დასასრულს, ლაშა დარსალიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დანართები

    მსგავსი სიახლეები