2026 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ებრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალ-ნუაიმის.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე; მიმოიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ისე კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.
საუბარი შეეხო, ასევე, მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.