Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ბექა დვალი დაინიშნა

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ბექა დვალი დაინიშნა.

ბექა დვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 

2022  წლიდან ბექა დვალი იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას ავსტრალიის თანამეგობრობაში.  2012-2022 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

სხვადასხვა დროს გახლდათ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი , ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

დანართები

    მსგავსი სიახლეები