Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოში აკრედიტებულმა არარეზიდენტმა ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხათუნა თოთლაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს

 
2025 წლის 5 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხათუნა თოთლაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, სომალის ფედერაციული რესპუბლიკის, ბურუნდის რესპუბლიკისა და მალის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩებმა.
 
რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრებზე, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებს.
 
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას საერთო ინტერესების სასარგებლოდ.
 
მინისტრის მოადგილემ ელჩებს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
 
საქართველოში აკრედიტებულმა არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები ასევე გადასცეს მინისტრის მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს.
 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები