Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

მიმდინარე წლის 22 ივლისს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა.  ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრას საქართველოს  მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო საუდის არაბეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვალიდ ა. ელხერეიჯი უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს 2024 წლის იანვარში ქ. რიადში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამართულ ვიზიტს  და ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში „საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომისა და  მემორანდუმის მიხედვით დაგეგმილი ღონისძიებების დროულად განხორციელების აუცილებლობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, ხაზგასმით აღინიშნა  წარმატებული თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობა, ბიზნესდელეგაციების ურთიერთგაცვლა და უწყებათაშორისი აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობა.  მხარეებმა კმაყოფილებით აღინიშნეს საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ტურისტების მზარდი დინამიკა, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის მოქმედი პირდაპირი ავიარეისები.

მინისტრის მოადგილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მიმართულებით. ამ მხრივ, გამოითქვა იმედი, რომ ახლო მომავალში სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს არსებულ თანამშრომლობას.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია რეგიონში არსებული გამოწვევებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

 

დანართები

    მსგავსი სიახლეები