Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე KfW IPEX-Bank-ის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, ეკატერინა გალიტსინას შეხვდა

2026 წლის 8 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა KfW IPEX-Bank-ის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან, ეკატერინა გალიტსინასთან.

მხარეებმა განიხილეს „შუა დერეფნის“ მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა, საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა საქართველოს მთავრობის ურყევი სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივა „საკონსულო პლატფორმა - შუა დერეფანი“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის, საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას და პრაქტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობას.

საუბარი ასევე შეეხო KfW IPEX-Bank-ის შესაძლო ჩართულობას ევროპელ ინვესტორებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან, ლოგისტიკურ კომპანიებსა და სხვა შესაბამის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, ეკატერინა გალიტსინა შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან.

 

დანართები

    მსგავსი სიახლეები