Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

2026 წლის 16 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების, ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. 

მხარეებმა განიხილეს გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში, გლობალური გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთთან და ეწვივნენ დევნილთა დასახლებას წეროვანში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები