Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

2025 წლის 22 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდება.

ჯეიჰუნ ბარიამოვი შეხვედრებს გამართავს  საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან.

ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მონუმენტს.

ამასთან, 2025 წლის 21 ივლისს, თბილისში მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრების მოადგილეების დონეზე.


დანართები

    მსგავსი სიახლეები