Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა

2026 წლის 26 ივნისს, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობისთვის საქართველოს კანდიდატურის პერსპექტივებს.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გამოწვევები და 
თანამშრომლობის გზები.
 
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის და ჩართულობის მნიშვნელობას.

დანართები

    მსგავსი სიახლეები