Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგს და ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა მშვიდობის მნიშვნელობა რეგიონული სტაბილურობისა და განვითარებისთვის. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაში. 

ხაზი გაესვა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერას და პატივისცემას. 

საუბარი ასევე შეეხო უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ერთობლივ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ პროექტებს და „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალს. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მომავალი წლის დასაწყისში ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

დანართები

    მსგავსი სიახლეები