2026 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში თურქმენეთის ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს. განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის და სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების განხორციელების საკითხები. ამასთან, ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების აუცილებლობაზე.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში თანმშრომლობის ხელშეწყობის და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობას.