2026 წლის 21 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ბოსნიისა და ჰერცეგოვინას საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მირსადა ჩოლაკოვიჩთან (რეზიდენციით ქ. ანკარა).
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბოსნიასა და ჰერცეგოვინას შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ამასთან, საუბარი შეეხო პარტნიორული კავშირების გამყარების პერსპექტივებს და შესაძლო მიმართულებებს. განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიისა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონებში მიმდინარე პროცესები.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.