Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა 

2025 წლის 16 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

მინისტრი პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას ხსოვნას.

მაკა ბოჭორიშვილი გვირგვინით შეამკობს მარადიული ცეცხლის მემორიალს "შეჰიდების ხეივანში".

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები