2026 წლის 27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ხრისტო დიკანსკისთან.
მხარეებმა განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა შავი ზღვის სტრატეგიულ როლს რეგიონული დაკავშირებადობის, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.
ამ კონტექსტში, მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს 2027 წელს ბულგარეთში, ევროკომისიასთან თანამშრომლობით დაგეგმილი ერთობლივი რეგიონული დაკავშირებადობის სამიტის შესახებ და აქტიურ ერთობლივ ჩართულობაზე შეთანხმდნენ.