2021 წლის 15 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამინისტროს წარმომადგენლებსა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მშვიდობისა და ადამიანის უფლებების განყოფილების ხელმძღვანელ, ელჩ სიმონ გაისბიულერს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, როგორც უსაფრთხოების, ისე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკას და აღინიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ხელშესახები შედეგების მიღწევის საჭიროება. ქართულმა მხარემ შვეიცარიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა დე-ოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის ფარგლებში გაწეულ ინტენსიურ საქმიანობაზე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები ისევე, როგორც ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის თემები.
ქართულმა მხარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა შვეიცარიის, როგორც მედიატორის მნიშვნელოვანი როლს, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში.