Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი იტალიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, გაეროში ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, ანტონიო ტაიანის შეხვდა.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იტალიის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციებისა და ზოგადად ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ.

შეხვედრაზე მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ იტალიასა და საქართველოს შორის პარტნიორობის განსამტკიცებლად და ამ მიზნით გაააქტიურონ როგორც მაღალი დონის ვიზიტები, ისე თანამშრომლობის ფორმატები ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან პოტენციალს ამ მიმართულებით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები