მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ამოცანაა ნდობასა და საიმედოობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბება
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში "Raisina Middle East“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე - „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი“.