Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა

9 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა. ღონისძიება გახსნეს საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, კლაუს ნოიკირხმა.   


მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საანგარიშო პერიოდში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობა და შეაჯამეს მიღწეული შედეგები. ხაზი გაესვა სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას რეფორმების განხორციელების პროცესში და ამ კუთხით, ევროპის საბჭოსთან წარმატებულ თანამშრომლობას. 


აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა 2023 წლის 18 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული და ეს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს მეოთხე სამოქმედო გეგმაა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები