2025 წლის 13 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, აჰმედ ალნუაიმისთან (Ahmed Alnuaimi).
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს დღის წესრიგში არსებული საკითხები. კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის კავშირები ინტენსიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო ასევე მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილ მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტებს. ხაზი გაესვა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.