Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2026 წლის 2 სექტემბერს, თბილისში, საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა  ევროპის საქმეთა დირექტორატის დირექტორი, თამარა წულეისკირი, ხოლო ბულგარეთის დელეგაციას - ორმხრივი ურთიერთობების დირექტორატის გენერალური დირექტორი, პეტკო დოიკოვი.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

დარგობრივი თანამშრომლობის კონტექსტში, თამარა წულეისკირმა და პეტკო დოიკოვმა განიხილეს არსებული დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, ტურიზმის, განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების   სფეროებში და იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე. 
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხს. თამარა წულეისკირმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

ქართულმა მხარემ ბულგარელ კოლეგებს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ და ხაზი გაუსვა პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას აღნიშნული საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში სათანადოდ წარმოჩენისათვის.

თავის მხრივ, ბულგარეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

კონსულტაციების დასასრულს, კიდევ ერთხელ დადასტურდა  მჭიდრო თანამშრომლობისა და დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები