Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ჯეიმს კლევერლის შეხვდა

ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ჩამოყალიბებული ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული კავშირები. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე,სადაც ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში გაერთიანებული სამეფოს მხარდამჭერის მნიშვნელობაზე. 

კოლეგებმა შეფასეს ვილნიუსის სამიტიც, სადაც ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ სამიტზე საქართველომ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო.

ილია დარჩიაშვილმა და ჯეიმს კლევერლიმ ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება. 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბრიტანელ კოლეგას ქვეყნის მხარდაჭერითვის.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები