Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოში იაპონიის ელჩმა ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა

2023 წლის 20 ივნისს, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს.

სიგელის ასლის გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. თავის მხრივ, იაპონელმა დიპლომატმა მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადა    თბილი მიღებისთვის და შემდგომი ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების წარმატებული განვითარების მიზნით.
შეხვედრის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა; იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მისი მოღვაწეობის პერიოდში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები