Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

2025 წლის 3 ივნისს, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში,  საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ელჩ ბერის ექინჯისთან.


შეხვედრაზე მხარეებმა  აღნიშნეს საქართველოს და თურქეთს შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა. 


დადებითად შეფასდა  მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის პოზიტიური დინამიკა, მათ შორის მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მორიგი სესიის ჩატარებას, რომელიც  მიმდინარე წლის ივლისში თბილისში გაიმართება. 
ტრადიციულად დადებითი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნების პარტნიორობას და ხაზი გაესვა არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას.  


მხარეებმა აღნიშნეს, რეგიონალურ ფორმატებში, კერძოდ  საქართველო–თურქეთი–აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში  წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს  “შუა დერეფნის” განვითარების პროცესში სამი ქვეყნის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პროექტების წარმატებული იმპლემენტაციის მნიშვნელობას. 

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოსა და თურქეთის  თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის აუცილებლობას, მინისტრმა გამოთქვა მზაობა, წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

აღსანიშნავია, რომ 3 ივნისს, თბილისში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი იმართება, ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო თურქეთის დელეგაციას - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ელჩი ბერის ექინჯი.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები