Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

2024 წლის 3 ივლისს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული  თანამშრომლობის მიმართულებები. საუბარი შეეხება რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან. 

არარატ მირზოიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები