2023 წლის 31 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან.
შეხვედრაზე, რომელიც ელჩის თხოვნით გაიმართა, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების პრობლემატიკა, მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის აქტიური კონტაქტების დადებით დინამიკაზე და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე ყველა შესაძლო მიმართულებით. იქვე აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთთანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
იაპონიის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დაგეგმილი რაუნდისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ. თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იაპონიის მთავრობა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრელონ მჭიდრო ურთიერთქმედება როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ დღის წესრიგში შემავლი საკითხების მიმართულებით.