Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

2023 წლის 15-16 თებერვალს, რიადში (საუდის არაბეთის სამეფო) გაიმართა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

15 თებერვალს მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა  საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ვალიდ ა. ელხერეიჯთან და მინისტრის მოადგილესთან საუდ ალ სატისთან.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტი რიადში და დასახეს გეგმები აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების დროული განხორციელებისთვის. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში და ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობას, ამ კუთხით აღინიშნა საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ტურისტების მზარდი დინამიკა, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის მოქმედი პირდაპირი ავია რეისები, განხილული იყო ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწყების შესაძლებლობა. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ვაჭრობის მზარდ დინამიკას, აგრეთვე - ერთობლივი საწარმოების და ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელოვნად გაზრდილ შესაძლებლობებს.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს დეტალური ინფორმაცია რეგიონში არსებული გამოწვევებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ. მინისტრის მოადგილეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მუშაობას მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მიმართულებით და ახლო მომავალში დაასრულებენ პროცედურებს ორ ქვეყანას შორის განხილვის სტადიაში მყოფ შეთანხმებებზე.

ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრის მოადგილესთან მოჰამედ ა. ალჰასნაჰთან, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დელეგაციების გაცვლის აუცილებლობას. საუდის მხარემ გამოხატა დაინტერესდება საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის დეტალურად გაცნობის კუთხით და მზადყოფნა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ბიზნეს-დელეგაციების გასაცვლელად.

16 თებერვალს მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ბანდარ ა. ალხამიესთან), რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისათვის არსებულ დიდ პოტენციალს. შეხვედრის დროს განისაზღვრა ორმხრივი თანამშრომლობისთვის უახლოესი მომავლის გეგმები.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები