Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩების კონფერენციაზე დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოდერატორობით, დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა. ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დეტალურად ისაუბრა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოსა და მის შესაბამისობაზე საერთაშორისო სტანდარტებთან, აგრეთვე მიმოიხილა რა უფლებები და ვალდებულებები წარმოეშობათ სამართალდამცავებს მაშინ, როცა შეკრება სცდება მშვიდობიან ფარგლებს და ხდება ძალადობრივი.

ალექსანდრე დარახველიძემ, ისაუბრა საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული თანმიმდევრული და პროპორციული ზომების შესახებ, რომლითაც ქართველი სამართდამცველები მოქმედებენ დემონსტრაციების მიმდინარეობისას. მინისტრის მოადგილემ ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოებებისა და სისხლისსამართლებრივი გამოძიებების შესახებ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა პანელურ დისკუსიაზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების კლების ტენდენციაზე, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ საქმეებსა და სტრასბურგის სასამართლოში მოგებულ რეზონანსულ საქმეებზე ისაუბრა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები