Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა სამინისტროში დანიის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანნე ტოფტ სორენსენთან.

 

ელჩი სამინისტროში გამოძახებულ იქნა და განმარტებები ეთხოვა მის მიერ 2024 წლის 10 იანვარს დანიურ  გამოცემაში „Jyllandsposten" გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან  და მასში მოცემულ  არასწორ ფაქტებსა და  პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით.

 

როგორც შეხვედრაზე  ქართულმა მხარემ აღნიშნა  სამწუხაროა რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა  მნიშვნელოვან ფაქტობრივ  უზუსტობებს  და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური  მკითხველის პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

 

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რომ აღნიშნული პუბლიკაცია  ცალკეული  ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც, ბუნებრივია ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის -  დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას.

 

შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა რომ  სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და  სამწუხაროა რომ  ოპონენტების მხრიდან  იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები