Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა.

ილია დარჩიაშვილმა და ჰენკე ბრაუნ სლოტმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ურთიერთობებზე, დადებითად შეფასდა მხარეებს შორის ჩამოყალიბებული მაღალი დონის კავშირები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ არსებულ ვითარებას. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო ამოცანები. ხაზი გაესვა ამ პროცესში ნიდერლანდების მხარდაჭერის მნიშვნელობას. მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს მხარდაჭერისთვის. მან ჰენკე ბრაუნ სლოტს წარმატება უსურვა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე  საქმიანობაში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები