Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ვოლკერ ტურკთან

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოლკერ ტურკთან. მინისტრმა ხაზი გაუსვა, გამოწვევებით სავსე პერიოდში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის როლსა და დატვირთვას.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ  ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე.


მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროს დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების  მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას.  ასევე, აღნიშნა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობა.


აღინიშნა გაეროს როლი  კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე „თანამშრომლობა საქართველოსთან“.


მინისტრმა ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე  და გაეროს განსაკუთრებულ როლზე ამ პროცესში.


შეხვედრის დასასრულს ილია დარჩიაშვილმა უმაღლესი კომისარი საქართველოში მოიწვია.


ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს, ჟენევაში ვიზიტით იმყოფება. 26 თებერვალს, მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის  სეგმენტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები