Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

დიასპორის ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელებზე კულტურის, ეკონომიკის და კომუნიკაციის თემებზე იმსჯელეს

2024 წლის 28 ივნისს, დიასპორის ფორუმის  „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“ ფარგლებში, განათლების, კულტურის, ეკონომიკისა და კომუნიკაციის საკითხებზე სამუშაო სესიები გაიმართა. 

მონაწილეებმა "განათლების და კულტურისადმი“ მიძღვნილ პანელზე ისაუბრეს  ქართული დიასპორის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალის საერთაშორისო აღიარების, ცნობადობის გაზრდის და ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროცესში. დიდი ყურადღება დაეთმო დიასპორის წარმომადგენელთა მოღვაწეობის საჭიროებას საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის წარმოჩენის მნიშვნელობის თვალსაზრისით.

სამუშაო სესიაზე -"ბიზნესი და ეკონომიკა“ ყურადღება გამახვილდა დიასპორის როლზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საქმეში, საუბარი შეეხო არაერთ დიასპორულ ბიზნეს პროექტს, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მათ შორის რეგიონული განვითარების მიმართულებით. დიასპორის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ. 

თემატურ პანელზე „ინფორმაცია - დიასპორის წარმატების მექანიზმი“ ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მზარდი გამოყენების მნიშვნელობასა და  თანამემამულეების რესურსის გამოყენების როლზე საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში.

2024 წლის 27-28 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი  „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“ გაიმართა.
 
აღსანიშნავია, რომ ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდას.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები