2026 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ხორვატიის ელჩთან (რეზიდენციით ქ. ბაქო), ბრანკო ზებიჩთან.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ხორვატიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობას და მხარეებს შორის დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე შუა დერეფნის განვითარებაში და გაიცვალა მოსაზრებები რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
ხაზი გაესვა შეხვედრების აქტიური დინამიკისა და რეგულარული პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას.