2026 წლის 14 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ - მომზადება.
მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარების და ბოლო განვითარებების შესახებ.
ქართულმა მხარემ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკაზე, რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებზე, ასევე რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შეუსრულებლობაზე და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების აუცილებლობაზე.
ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში შენარჩუნების საკითხზე და ამ კონტექსტში, აღნიშნა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობა.
დასასრულს, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკისადმი ერთგულებას.