Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ირლანდიის დიასპორის მინისტრს, შონ ფლემინგს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირლანდიის დიასპორის მინისტრს, შონ ფლემინგს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა  ვრცლად  მიმოიხილეს ირლანდიის წარმატებული პოლიტიკა დიასპორის საკითხებში და ამ კუთხით  გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირლანდიურ მხარეს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიმართ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ქართული დიასპორის გასაძლიერებლად როგორც შესაბამისი პოლიტიკის იმპლემენტაციის, ისე ცალკეული პროექტებისა თუ პროგრამების სახით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიაპორის მნიშვნელოვან როლს  ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ამოცანების შესრულების პროცესშიც.  საუბარი ასევე შეეხო ირლანდიის წარმატებულ გამოცდილებას ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმიჯის განმტკიცების მიმართულებით, კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ირლანდიის მიერ მსოფლიო მასშტაბით  ორგანიზებულ მწვანე კვირეულში.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ირლანდიას ირლანდიელი ექსპერტის აქტიური მონაწილეობისთვის საქართველოს დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ირლანდიის დიასპორის მინისტრმა ილია დარჩიაშვილისგან  მიიღო ოფიციალური მიწვევა საქართველოში, რაც კარგი შესაძლებლობა იქნება დიასპორის საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად.

 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები