Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კამბოჯის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ვირტუალური  შეხვედრა გამართა 

2024 წლის 2 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა გამართა კამბოჯის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ჯაიმ ვიდჰიასთან. 

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ამასთან, საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში საერთაშორისო და რეგიონის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებს. 

კამბოჯის მხარემ კვლავ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთასორიშოდ აღიარებულ საზღვრებში. 

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და კამბოჯის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ხელი მოაწერეს „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კამბოჯის სამეფოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების დაარსების შესახებ“. 

ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა ახლო მომავალში პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის ჩატარებასთან დაკავშირებით.

 

 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები