Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდულა ალი ალ-იაჰიასთან.
 
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრზე და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხებზე.  
 
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს ვაჭრობის, ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის დაფუძნების ინიციატივას. ხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუვეითის საინვესტიციო ფონდებთან და  აგრეთვე აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების გაძლიერების მზარდი პოტენციალი. 
 
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს  ურთიერთობები განათლების და კულტურის სფეროში. დადებითად შეფასდა ხალხთა შორის  კავშირების გააქტიურება და ქუვეითიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების მზარდი დინამიკა, რასაც ხელს უწყობს რეგულარული პირდაპირი ფრენები.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები