Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საკონსულო კონსულტაციები გაიმართა 

2025 წლის 14 მაისს, თბილისში, გაიმართა მორიგი საკონსულო კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, საკონსულო დეპარტამენტების ხელმძღვანელების დონეზე.


შეხვედრაზე  მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ  ურთიერთობებს და თანამშრომლობის მაღალ ნიშნულს ყველა სფეროში. 


შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საკონსულო სფეროს მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, მიგრაციისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის კუთხით. ასევე განხილული იყო ყაზახეთის მოქალაქეებისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე უარის თქმის შემთხვევები, რა დროსაც ყაზახურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ვიზიტორთა შემოწმების პროცედურის შესახებ, აღინიშნა, რომ ყაზახეთიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთან ერთად საზღვრის კვეთაზე უარის თქმის შემთხვევები კლებულობს, რაც პოზიტიური ტენდენციას წარმოადგენს. მხარეები შეთანხმდნენ რომ გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ამ მიმართულებით  


მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო კონსულტაციები გაიმართება ყაზახეთში, ორივე მხარისათვის მისაღებ პერიოდში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები