Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

29 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან, ლესლი ბეარმან ლაჰმთან და აზიის განვითარების ბანკის რეგიონალური თანამშრომლობისა და ინტეგრაციის განყოფილების წარმომადგენლებთან. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს, როგორც ენერგეტიკის, ისე სატრანსპორტო სექტორებში მიმდინარე პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის სატრანზიტო როლის მეტად გაძლიერებას. ხაზი გაესვა საქართველოს როგორც რეგიონის სატრანსპორტო კვანძის, ისე საიმედო სატრანზიტო პარტნიორის როლს. 

ლ. ლაჰმმა მინისტრის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია ბანკის დაფინანსებით სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობის და მათში საქართველოს უწყებების ჩართულობის თაობაზე. ამასთან, ყურადღება გაამახვილა ADB-ის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და სომხეთისთვის ახალი ეკონომიკური მიმართულების პროექტის განხორციელებას. 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ADB-სა და ქართულ მხარეს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მომავალში აქტიური ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობას.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები