2026 წლის 27 ივნისს, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ტონე კაიზერს შეხვდა.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-სლოვენიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და ამ პროცესში სლოვენიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.
ასევე, განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერის საკითხი.