Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თეიმურაზ ჯანჯალიამ დუბროვნიკის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 29 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ მონაწილეობა მიიღო დუბროვნიკის ყოველწლიურ ფორუმში, სახელწოდებით ”Dire Straits and Safe Passages”, რომელიც ხორვატიის რესპუბლიკაში, ქ. დუბროვნიკში გაიმართა.

მინისტრის მოადგილე სიტყვით წარსდგა აღნიშნული ფორუმის ფარგლებში ორგანიზებულ პანელზე (”Quo vadis Europa?”), რომელიც ევროპის მომავალს და მის წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს ეხებოდა.

თავის გამოსვლაში თეიმურაზ ჯანჯალიამ ისაუბრა ევროკავშირსა და საქართველოს წინაშე მდგარ საერთო გამოწვევებსა და რისკებზე. აღნიშნა რომ საქართველომ, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა რუსეთის აგრესია კარგად ესმის ის უსაფრთხოების გამოწვევები რომლის წინაშეც დღეს დგას ევროპა. მან ხაზი გაუსვა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის აუ ცილებლობას, ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის ფონზე შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე, შავი ზღვის რეგიონის გრძელვადიანი უსაფრთხოების და განვითარების ახალი სტრატეგიის იმპლემენტაციის და ამ კუთხით რეგიონის სტაბილურობის საკითხში ევროკავშირისა და ნატო-ს ჩართულობის განსაკუთრებულ როლზე.

თეიმურაზ ჯანჯალიამ ასევე ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების ახალ შესაძლებლობებზე და საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავარი საგარეო-პოლიტიკური მიზნებისადმი, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი, მტკიცე ერთგულებას და თანმიმდევრული და შეუქცევადი წინსვლის მისწრაფებას.

გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ენერგეტიკული ჰაბის შესაძლებლობებზე და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან როლზე დაკავშირებადობის, მათ შორის ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

თეიმურაზ ჯანჯალიასთან ერთად პანელში მონაწილეობა მიიღეს ევროკომისარმა დუბრავკა შუიცამ; სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონმა და ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ევროპისა და ეკონომიკის საკითხებში, ელიზაბეთ კორნფაინდმა.

დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩთან და სახელმწიფო მდივანთან პოლიტიკურ საკითხებში, ფრანო მატუშიჩთან. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ხორვატიის მხარეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და ორმხრივ დონეზე თანამშრომლობის განვითარების სამომავლო შესაძლებლობებს. განხილულ იქნა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები, მიეწოდა ინფორმაცია ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე. ხორვატიულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის კუთხით შექმნილი შესაძლებლობების ფონზე რეფორმების და ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები