Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეხვდა

2023 წლის 15 ნოემბერს, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, პია კაუმასთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები. პია კაუმამ აღნიშნა, რომ საქართველო ეუთო-ს სანდო პარტნიორია და ხაზი გაუსვა საქართველოს დელეგაციის აქტიურ ჩართულობასა და წვლილს  საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში.
 
მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობას თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონალური უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში. 

შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სამშვიდობო პოლიტიკის კონტექსტში, რომელიც ნდობის აღდგენის, შერიგებისა და მშვიდობიანი დეოკუპაციის მიზანს ემსახურება. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ვიზიტი არის ეუთო-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი.
 
შეხვედრისას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ასევე, მიულოცა ქართულ მხარეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ქართველი ხალხი დიდი ხანი ელოდა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები